IL-76-ის შესახებ კრემლი ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს | ბუნდოვანი საქმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

IL-76-ის შავი ყუთები ნაპოვნია - მაგრამ კრემლი ინფორმაციის გავრცელებას არ ჩქარობს. საერთშორისო ექსპერტებს ახლა სწორედ ის აინტერესებთ, რა ჩანაწერებს ინახავს მოწყობილობები. უკრაინის მოთხოვნის მიუხედავად ბელგოროდში ავიაკატასტროფის ადგილას საერთაშორისო სპეციალისტების დაშვებას მოსკოვი არ თანხმდება. შესაბამისად, კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება მომხდარის დეტალები. კრემლის ბრალდებები კვლავ ძალაში რჩება და ამ ვერსიით, ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, მაგრამ ამ ფაქტის არცერთი რეალური მტკიცებულება არ არსებობს. უკრაინელი სამხედროების ცხედრები არც სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზეა ნაპოვნი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი