ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეწვევა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სააგენტოს ექსპერტების შემდეგი როტაციისთვის, ასევე ჩავა კიევსა და მოსკოვში, რათა განიხილოს ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხები.
"დაველაპარაკები მენეჯმენტს, სადგურის რუსულ ხელმძღვანელობას, ვნახოთ, როგორ წყდება წყლის პრობლემა (სადგურის გაგრილებისთვის - რედ.) გასულ ზაფხულს კახოვკას კაშხლის დანგრევის შემდეგ", - უთხრა გროსიმ ჟურნალისტებს.
გარდა ამისა, გროსი აპირებს გრძელვადიანი გეგმების გარკვევას, რომელიც მოიცავს "ერთი ან რამდენიმე რეაქტორის გადატვირთვის მცდელობას", რადგან "ამ საკითხს აქვს ღრმა გავლენა ბირთვულ უსაფრთხოებაზე".