რუსეთმა ღამით ხერსონი და დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი დაბომბა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
დაზიანდა კორპუსები, კერძო სახლები სკოლა, სავაჭრო ცენტრი, საბავშვო ბაღი, სკოლა, მაღაზია, ადმინისტრაციის შენობა და 29 ავტომობილი.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ქალაქზე თავდასხმა S-300 ტიპის რაკეტებით განხორციელდა.