ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხერსონის ოლქის ქალაქი ბერისლავი დაბომბეს.
უწყების ცნობით, იერიშის შედეგად დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.