არსაიდან მოსული თვითმფრინავის საიდუმლო | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

რაზეა წამსვლელი პუტინი იმისთვის, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერას ძირი გამოუთხაროს?
ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრი შეიძლება იყო და ყველა ვერსია ერთმანეთზე უფრო მძიმე და უარესი. კაცისგან, რომელმაც პოლიტიკაში გზა თავისივე მოქალაქეების საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებით გაიკვალა, ყველაფერი მოსალოდნელია, მითუმეტეს 10 წლის წინ მის მიერ მხარდაჭერილმა სამხედროებმა ერთხელ უკვე ჩამოაგდეს მალაიზიური ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავი, 200-ზე მეტი უდანაშაულო მგზავრით. სულ ახლახანს კი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი დაანარცხეს მიწაზე, მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკას ასე დასჭირდა.

ამჯერადაც ნებსით და უნებლიეთ არაერთი ეჭვი ჩნდება, ბელგოროდთან ჩამოვარდნილი თვითმფირნავი, შესაძლოა, თავად რუსებისთვე ნამოქმედარი იყოს, ან საკუთარი დაუდევრობით ან პირიქით, განზრახ ჩადენილი აქტი, უკრაინის მიმართ მსოფლიო მხარდაჭერის პროვოცირებისთვის. ამ ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ რუსული მხარე არ აკონკრეტებს ჩამოვარდნილი ხომალდის საბორტე ნომერს, არ აპირებს გამოძიებას მიაკაროს საერთაშორისო გამომძიებლები, და მეტიც, შემთხვევის ადგილას რუს მაშველებსაც კი არ უშვებს.

ტერიტორიას მთლიანად FSB აკონტორლებს და, მაღალი ალბათობით, პუტინის მორიგი სამხედრო დანაშაულის კვალს შლის. რაც მთავრია, არსად ჩანს იმ 65 უკრაინელი სამხედროს ცხედარი, რომელიც კრემლის მტკიცებით ჩამოგებულ თვითმფირნავს გასაცვლელად მიჰყავდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი