"უკრაინას საკუთარი გზის არჩევის ზუსტად ისეთი სუვერენული უფლება აქვს, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც NATO-ს წევრობა აირჩიეს" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"უკრაინას საკუთარი გზის არჩევის ზუსტად ისეთი სუვერენული უფლება აქვს, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც NATO-ს წევრობა აირჩიეს", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საუბრობს. ამით ის Fox News-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვას პასუხობს, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში NATO-სა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას ეხებოდა.

"მე ნორვეგიიდან ვარ. ჩვენ რუსეთთან საზღვარი გვაქვს. როდესაც ნორვეგია NATO-ს წევრი გახდა, საბჭოთა კავშირმა ამას პროვოკაცია უწოდა. ეს პროვოკაცია არ იყო. ყველა სუვერენული ერის უფლებაა, საკუთარი გზა აირჩიოს. ეს უფლება აქვს ნორვეგიას, ეს უფლება აქვთ შვედეთსა და ფინეთს, ასევე უკრაინას", - ამბობს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგმა, ასევე, უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით,ეს ასუსტებს რუსეთის პოტენციალს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი