უკრაინაში, პოლტავას ოლქში, კრემენჩუკის ტერიტორიაზე, რუსების დაბომბვის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამრეწველო ობიექტი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავას ოლქის ხელმძღვანელმა ფილიპ პრონინი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მეორე დღეა, მტერი თავს ესხმის პოლტავას ოლქს. წინასწარი ინფორმაციით, კრემენჩუკის რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტს ხელმეორედ დაარტყეს. დეტალები მოგვიანებით", - განაცხადა პრონინმა.
როგორც Ukrinform-ი იტყობინება, მანამდე კრემენჩუკში აფეთქება მოხდა.