გუბერნატორის თქმით, იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის მცდელობა იყო

გამოქვეყნდა:

იაროსლავის ოლქის გუბერნატორმა განაცხდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის მცდელობა იყო "Славнефть-ЯНОС" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. 

მისივე თქმით, დრონი გაანეიტრალეს "ელექტრონული ომის" საშუალებებით.

მანამდე ტელეგრამის არხებმა Mash, Baza და Shot-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონი დაეცა "Славнефть-ЯНОС"-ს ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით დილის 6 საათზე.

Shot-ის ინფორმაციით, მცირე ხანძარი, რომელიც წარმოიშვა, კომპანიის თანამშრომლებმა ჩააქრეს. დრონის ნამსხვრევები მთელ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი