რუსმა ოკუპანტებმა სუმის რეგიონში ზნობ-ნოვგოროდის თემი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.
"ორი კაცი ქუჩაში, ფოსტის მიმდებარედ დაჭრეს. რუსებმა მათ ნაღმმტყორცნებიდან ესროლეს... ერთი დაჭრილი შოსკას საავადმყოფოში მიმავალ სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა", - წერს მედია.
ასევე, მედიის ცნობით, რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი "გრადებით" დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობისას მაშველებმა ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.