ნიდერლანდები უკრაინის დასახმარებლად 122 მილიონ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდები უკრაინას საბრძოლო მასალის, იარაღისა და კიბერუსაფრთხოებისთვის 122 მილიონი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს

"ნიდერლანდები უკრაინას 122 მილიონ ევროს გამოუყოფს საბრძოლო მასალის, იარაღისა და კიბერუსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 87 მილიონი ევროა გამოყოფილი. კიდევ 25 მილიონი ევრო გადაირიცხება უკრაინის საერთაშორისო ფონდს (IFU) იარაღის შესაძენად. ასევე, ჰოლანდიის მთავრობა 10 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის კიბერთავდაცვის გასაუმჯობესებლად. ამ თანხების გამოყოფა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) კონსულტაციების შედეგი იყო, რომელიც 50 პარტნიორ ქვეყანას მოიცავს.

კიბერუსაფრთხოებისთვის თანხები, სხვა საკითხებთან ერთად, მიმართული იქნება უკრაინაში შესაბამისი ონლაინ ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაფართოებაზე, რომელიც უკვე განიცდის ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ახლა მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ უკრაინას ვეხმარებით. ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ: თვითგამორკვევა, თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები", - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა.

როგორც Ukrinform წერს, ნიდერლანდების მთავრობა 2024 წლის პირველი 4 თვისთვის განმავლობაში 102 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა უკრაინას ზამთრის გადატანასა და გაზაფხულისთვის მომზადებაში დაეხმაროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი