რუსებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსმა სამხედროებმა ხერსონის სოფელი ტოკარივკა დაბომბეს, შედეგად დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"სოფელ ტოკარივკაზე რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ დაშავებულ 47 წლის ქალს დაზიანებები თავის, მუცლის და ფეხის არეში აღენიშნება. მას სჭირდება თითის ამპუტაციაც. ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც Ukrinform-ი იტყობინება, ოკუპანტებმა, ღამით ხერსონის ოლქში ბელოზერის თემიც დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მისი მეუღლე კი დაშავდა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი