გერმანიამ უკრაინას, ორი ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური დაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის, 14,6 მილიონი ევროს აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია NNEGC "Energoatom"-ის მოქმედი სხდომის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"NNEGC "Energoatom"-ს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა 2015 წლიდან გრძელდება. კერძოდ, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას ჩვენი ატომური ელექტროსადგურების ფიზიკური დაცვის სისტემების მოდერნიზაციაში და მიაწოდა შესაბამისი აღჭურვილობა რივნესა და სამხრეთ უკრაინულ სადგურებს. ჯამში 14,6 მილიონი ევროს აღჭურვილობა." - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანელ ელჩთან, მარტინ იეგერთან შეხვედრისას კომპანიის გამგეობის თავმჯდომარემ, პეტრო კოტინმა მას Energoatom-ის კორპორატიზაციის მიმდინარეობა, კომპანიის მუშაობა ომის დროს და ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის გეგმები გააცნო.
მხარეებმა ასევე განიხილეს რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება. გერმანიის ელჩმა უკრაინაში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია უკრაინასთან არსებულ პროექტებში თანამშრომლობის გაგრძელებით და ღიაა პარტნიორობის გაფართოებისთვის და რომ გერმანია ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის გარშემო.
როგორც ცნობილია, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში გერმანიის შენატანების ჯამური თანხა უკვე 225 მილიონ ევროს შეადგენს.