"უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის" | ზელენსკი რასმუსენს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ყოგილ გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

"როგორც NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში. დღეს შევხვდი ანდერს ფოგ რასმუსენს, NATO-ს გენერალურ მდივანს 2009 წლიდან 2014 წლამდე. მადლობა გადავუხადე კიევის უსაფრთხოების შეთანხმების შემუშავებაში დახმარებისთვის, რომელიც ემსახურებოდა G7 ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველს და ითვალისწინებდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს. ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ შედეგებს ამ გზაზე." - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი