ღამით რუსეთმა 20 "შაჰიდის" დრონი გაუშვა, 14 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის არმიამ 20 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა უკრაინაში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ, ასევე, მტერმა გამოიყენა სამი ბალისტიკური რაკეტა - "ისკანდერ მ".

უკრაინა ამბობს, რომ 14 "შაჰიდის" დრონის ჩამოგდება მოახერხეს ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ხარკოვის რეგიონებში. 

სამხედროების ცნობით, რაკეტები ანექსირებული ყირიმიდან და ვორონეჟის რეგიონიდან გაუშვეს.

ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ განცხადებაში აღნიშნული არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი