რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს დილით განაცხადა, რომ ღამით ფსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო. უწყება ამბობს, რომ ერთი უკრაინული დრონი გაანადგურეს.
ზარალის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს არ გაუვრცელებია.
BBC წერს, რომ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან ფსკოვის ოლქის ტერიტორიამდე - დაახლოებით 500 კმ სწორი ხაზია ბელორუსის გავლით. გასულ წელს უკრაინამ დაარტყა სამხედრო აეროდრომს ამ ოლქის მახლობლად.