"შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 ჯარისკაცი მოვამზადოთ", - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
"დღეს შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 ჯარისკაცი მოვამზადოთ. ზაფხულის ბოლოს, ეს მაჩვენებელი 60 000 მიაღწევს და თქვენ იცით, რომ კარგი წვრთნა, ბრძოლის ველზე, სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს", - განაცხადა ბორელმა.