ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო. საოკუაციო ხელისუფლების წარმომადგენელმა, მიხაილო რაზვოჟაევმა დაწერა, რომ სევასტოპოლზე მასიური თავდასხმა "მოიგერიეს" და რომ წინასწარი ინფორმაციით 6-ზე მეტი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, ნიკოლაი ოლეშჩუკი "ტელეგრამზე" პირად არხზე განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც შეუერთდა დარტყმებს ოკუპირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომზე.
"უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის შეარაღებული ძალებიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აეროდრომზე თავდასხმა ფრთოსანი რაკეტებით - Storm Shadow ან Scalp-ის გამოყენებით მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინული რაკეტების ფრაგმენტები სოფელ ლიუბიმოვკას მახლობლად სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაეცა, რომელიც ბელბეკის აეროდრომის გვერდით არის.
"იცოდით, რომ უკრაინის საჰაერო ძალების შემადგენლობაში არის სევასტოპოლის ტაქტიკური ავიაციის 204-ე ბრიგადა? ასე რომ, მისი რეგულარული ბაზა ბელბეკის აეროდრომია! უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში თავიანთ აეროდრომზე. იმავდროულად, მადლობა ყველას, ვინც შეუერთდა ყირიმის გაწმენდას რუსული ყოფნისაგან!" - დაწერა მან.
ოლეშჩუკმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ხვდება რაკეტა სახმელეთო სამიზნეს და ფეთქდება.