რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამისა და დილის განმავლობაში 11 დრონით თავდასხმა იყო რუსეთის რამდენიმე ოლქში.
უწყებამ თქვა, რომ ღამით შეაჩერეს "კიევის რეჟიმის მცდელობა", "ტერორისტული თავდასხმა" განხორციელებულიყო რუსეთის ობიექტებზე ბელგოროდის ოლქში - 4 დრონით და კურსკის ოლქში - ერთი დრონით.
დილით კი რუსეთის მტკიცებით, "შეჩერდა კიევის რეჟიმის მორიგი მცდელობა" ბელგოროდში - ოთხი დრონი, ვორონეჟში - ორი დრონი.
სამინისტრო არაფერს ამბობს ზარალზე.