"ევროპა ერთიანია... ჩვენ არ გვეშინია პუტინის" | მიშელი უკრაინის დახმარების დამტკიცებაზე

გამოქვეყნდა:

"დეკემბერში ჩვენ დიდი პროგრესი გვქონდა, როდესაც ოფიციალურად გადავედით გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე უკრაინასა და მოლდოვასთან, დღეს კი გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მოხდება დამატებით 50 მილიარდი ევროს მობილიზება უკრაინისთვის. ეს გადაწყვეტილება უგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს და აჩვენებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინის გვერდით ვიდგეთ, ეს ასევე არის გზავნილი ჩვენი ევროპელი მოქალაქეებისთვის, რომ ევროპა ერთიანია და ჩვენ არ გვეშინია პუტინის, ეს ასევე არის გზავნილი აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა",

- თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარებაზე შეთანხმების შემდეგ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი