"დღეს განსაკუთრებული დღეა. ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის და ამიტომ ჩვენ მათ მივაწვდით საჭირო ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ეს 50 მილიარდი ევრო, რომელიც უკრაინას ოთხი წლის განმავლობაში გადაეცემა, უგზავნის ძლიერ სიგნალს პუტინს"
- ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობიის დახმარების დამტკიცების შესახებ.