რუსეთმა ღამით უკრაინის წინააღმდეგ 24 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

გამოქვეყნდა:

ორი თებერვლის ღამეს რუსეთმა მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის რეგიონებზე. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ მტერმა 24 "შაჰიდის" უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

უკრაინული მხარის ცნობით, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, კიროვოგრადის და ხარკოვის ოლქებში 11 დრონის განადგურება შეძლეს.

შეიარაღებულ ძალებში ასევე ამბობენ, რომ სულ მცირე 7-მა დრონმა ვერ მიაღწია სამიზნეებს და "დაიკარგა".

კომპანია "უკრენერგომ" განაცხადა, რომ თავდასხმის დროს დრონი დაეჯახა კრივოი როგის ქვესადგურს, ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

თავდასხმა იყო კიროვოგრადის ოლქშიც, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი