უკრაინელმა მაშველებმა კრივოი როგის ორ შახტში მოყოლილი 113 მაღაროელი გადაარჩინეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა მაშველებმა ქალაქ კრივოი-როგის ორი შახტიდან 113 მაღაროელი მშვიდობით ამოიყვანეს. მამაკაცები მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ელექტროქვესადგური დაზიანდა და შახტების ენერგომომარაგება შეწყდა. ინფორმაცია 113-ივე მაღაროელის გადარჩენის შესახებ კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ვილკულმა გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი