ხელისუფლებასთან გასაიდუმლოებული შეხვედრის შედეგად ბათუმის კლუბები და კაფეები დაიკეტა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება აჭარაში არსებული კლუბებისა და კაფეების მფლობელებს საიდუმლოდ შეხვდა და ღონისძიებების გაუქმება მოსთხოვა. 

ამ დროისათვის ბათუმში დაგეგმილი ყველა მუსიკალური ღონისძიება გაუქმებულია, მფლობელები კი საუბრობენ ზარალზე, რომელიც მთავრობის მოთხოვნამ განაპირობა და ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების პარალელურად, მათ ბიზნესის ხელშეწყობაც უნდა გაითვალისწინონ. 

ამჟამად აჭარაში მუშაობას განაგრძობენ საზოგადოებრივი კვების ობიექტები. გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ნორმათა დაცვის მნიშნელობას და ყველა საჭირო უწყებას გამკაცრებული ყურადღებისკენ მოუწოდა.

აჭარაში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობა, ტურისტების ნაკადის შემცირების შემდეგ, რეგიონის ჩაკეტვას გეგმავსგავრცელებულ ხმას აჭარის ჩაკეტვაზე უარყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 22 ახალი შემთხვევა, სწორედ ბათუმში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 548
  • გამოჯანმრთელებულია - 1 270
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6059
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი