უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ქალაქ ენგელსში (რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქი), რუსული ტუ-95 ბომბდამშენის პილოტს, ეკიპაჟის მეთაურს, მაიორ ოლეგ სტეგაჩოვს ესროლეს.
სტეგაჩოვი უკრაინას სამხედრო დამნაშავეთა სიაში ჰყავს შეყვანილი. ის უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმებსა და უკრაინელების მკვლელობებში.
„შეგახსენებთ, ომის ყველა დამნაშავეს სასჯელი ელის. ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, საავტომობილო ნომრები, მარშრუტები და ჩვევები”, - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვა ამჟამად არკვევს, მოკვდა თუ გადარჩა ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად რუსი მფრინავი.