უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში, საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი.
როგორც დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების თქმით, ოკუპანტები დაბომბვისას არტილერიას იყენებდნენ.