ზელენსკი ზაპოროჟიეში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და სამხედროები დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და რობოტინოში უკრაინის შეიარაღებული ძალების 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ადგილმდებარეობას ეწვია, ჯარისკაცებს შეხვდა და მედლებით დააჯილდოვა.

შეხვედრას უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკიც ესწრებოდა.

"მცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა... მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - მტრის უკან დახევა და უკრაინის დაცვა", - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრა გამართა ზაპოროჟიეს რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ და მოისმინა სამხედრო სარდლობისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელების მოხსენებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი