"პუტინი უკვე უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხს განიცდის" | დევიდ კემერონი

გამოქვეყნდა:

"პუტინი უკვე უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხს განიცდის", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ლონდონმა სხვა ქვეყნების უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

"პუტინი უკვე უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხს განიცდის, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გამოუვალ მდგომარეობაზე საუბარი, ან იმაზე, რომ დრო უკრაინის მხარეს არ არის", - განაცხადა კემერონმა.

მინისტრის განცხადებითვე, "მას ყველაზე მეტად უკრაინა აწუხებს, რადგან ჩემთვის ეს გამოწვევაა ჩვენი თაობისთვის".

"ეს ჰგავს 1930-იან წლებში, როდესაც ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი იმისათვის, რომ შეგვეჩერებინა (ნაცისტური გერმანიის) აგრესია... პუტინის შეჭრა უკრაინაში ერთი სახელმწიფოს მეორეში შეჭრის ყველაზე საშინელი მაგალითია", - აღნიშნა კემერონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი