კორონავირუსის გამო, ხელისუფლება ახალი შეზღუდვების დაწესებაზე ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში კორონავირუსის არაერთი ახალი შემთხვევის გამოვლენის პარალელურად, ხელისუფლება ახალი შეზღუდვების დაწესებაზე ალაპარაკდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის, რაც დღეს ბათუმში და იქ არსებულ კლუბებში ხდება, მნიშვნელოვნად შესაზღუდია. 

ტიკარაძის თქმით, "ამ ეტაპზე ვახორციელებთ დამატებით მონიტორინგს და გაფრთხილებას ყველა იმ დაწესებულების, სადაც მსგავსი ღონისძიებები იმართება". 

შეგახსნებთ, რომ ბათუმში დაგეგმილი რამდენიმე დიდი ღონისძიება გართულებული ეპიდსიტუაციის გამო გაუქმდა. გადაწყვეტილება 1 სექტემბერს საკონდიტრო "დონაში" აღმოჩენილმა ინფიცირების შემთხვევებმა განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ "დონაში" ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 თავად საკონდიტროს მფლობელსაც დაუდასტურდა. ამ დროისათვის საკონდიტრო მაღაზიას მუშაობა 14 სექტემბრამდე აქვს შეწყვეტილი და თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კორონავირუსი მაღაზიათა ქსელ "ნიკორას" ორ თანამშრომელსაც დაუდასტურა. არსებული ინფრომაციით, ვირუსით ინფიცირებული თანამშრომლები ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან მდებარე "ნიკორას" ფილიალში მუშაობენ. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, სწორედ ბათუმში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 548
  • გამოჯანმრთელებულია - 1 270
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6059
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი