Politico: EU-ს სანქციების მე-13 პაკეტში შესაძლოა, რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები შევიდეს

გამოქვეყნდა:

Politico-ს ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტში შესაძლოა რუსი დიპლომატების მოგზაურობის შეზღუდვა მოხვდეს. ინფორმაციას გამოცემა ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ჩეხეთის მოთხოვნაა.

Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზეა დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი