"ეს არის ფულის თემა და არა რაიმე ტიპის ღირებულებითი ჭიდილი" | წულუკიანი ხელოვანების პროტესტზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის ფულის თემა და არა რაიმე ტიპის ღირებულებითი ჭიდილი", - ასე პასუხობს კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი პარლამენტში, "ლელო საქართველოსთვის" წევრის, ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ შეკითხვას. ამ წუთებში ის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

არ ვიცი ის როდის დაინიშნა ჩემ პედაგოგად მაგრამ მინდა ვუთხრა დიახ, არის ცოცხალი და დამოუკიდებელი, ასევე თქვენ ხელოვანები გადაკიდეთო "ქართული ოცნების" გუნდის წევრებსო, ასე მითხრა. მე მინდა ვიცნობდე "ქართული ოცნების" გუნდის წევრს, რომელიც თვლის, რომ მას რომელიმე ხელოვანი ჩემი ბრალით გადაეკიდა.

ჩვენ სახეზე გვაქვს ძალიან მცირერიცხვოვანი პროტესტანტების ჯგუფი, რომლებიც წლების მანძილზე, ჯერ ჩვენ ვართ 2012 წლიდან ხელისუფლებაში, მანამდე კიდევ მრავალი წელი სხვა იყო ხელისუფლებაში და წლების მანძილზე მიჩვეულები იყვნენ ერთი და იგივე ადამიანები მიდიოდნენ ბერლინში, მიდიოდნენ კანში, გამოსცემდნენ წიგნებს, უფინანსდებოდათ ფილმები, უფინანსდებოდათ სადადგმო ხარჯი, მონაწილეობას იღებდნენ ერთი და იმავე ღონისძიებებში მუდმივად მეტნაკლებად ერთი და იგივე ხალხი. როგორც კი კულტურის მინისტრმა თქვა, რომ დაფინანსება ღიაა ყველასთვის, იქ ატყდა პრობლემები. ეს არის ფულის თემა და არა რაიმე ტიპის ღირებულებითი ჭიდილი.

აი სწორედ ამაშია უბედურება. შესაბამისად, ეს მცირე ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შეიძლება "ბობოლები" ვუწოდოთ. ვინც იყო ტრადიციულად ბენეფიციარი ამ ფინანსური სისტემის და დღეს მაინცდამაინც თავს არ იწუხებენ იყონ წინა პლანზე. სხვა ადამიანები გამოყავთ წინა პლანზე, რომლებმაც, შეიძლება, არც კი იციან, რატომ არიან პროტესტში ჩართულები. მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ თუ ადამიანი, მწერალი, კინოს დარგის წარმომადგენელი, იქნება რეჟისორი, პროდიუსერი თუ სხვა, ამბობს, რომ ის არ ითანამშრომლებს სამინისტროსთან, მე არ მესმის, რა შეიძლება გააკეთოს სამინისტრომ იმისთვის, რომ მან ითანამშრომლოს.

თუ ასეთი ადამიანი ხვალ იტყვის, რომ მე აღარ მინდა ეს ბოიკოტი და მინდა მუშაობა, ჩვენი კარი ყველასთვის იყო, არის და იქნება ღია. შესაბამისად, ბურთი არ არის იქ, სადაც ამას ბნელ ოთახში ქალბატონი ნაცვლიშვილი ეძებს, ბურთი არის იმათ მოედანზე, ვინც ე.წ. ბოიკოტში. თუმცა, ჩემი პოლიტიკური გუნდის და თანამებრძოლების რიგებში ბევრს დაააინტერესებს ალბათ ის ინფორმაცია, რომ ადამიანები ერთ დღეს აცხადებენ, რომ არიან ბოიკოტში, მეორე დღეს გწერენ პირად წერილებ, რომ რა მექნა, უნდა მომეწერა ხელი ამაზე, სხვაგვარად არ გამოდიოდა, ანდა წერენ ოფიციალურ წერილს, რომ კი ვართ ბოიკოტში, მაგრამ დაგვიფინანსე ეს, გაგვიკეთე ის. მე მიფიქრია ბევრჯერ, რომ მაშ რაღა საჭიროა ბოიკოტი, ვინმე გთხოვდა, რომ ბოიკოტში შედი და იქიდან ვეღარ გამოხვიდე?.. ასე რომ ჩვენთვის ყველა კარი ღიაა, - ამბობს წულუკიანი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი