სუმის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეევ არიან დაშავებულებიც.
"რუსებმა საზენიტო-სარაკეტო სისტემით დაბომბეს ქალაქი ვოროჟბა, დაფიქსირდა 8 აფეთქება, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 40 წლის კაცი, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი", - ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ელექტრო ქსელები და ინტერნეტი. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ.