რუსეთის აგრესიას უკრაინაში 523 ბავშვი ემსხვერპლა | უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

6 თებერვლის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 523 ბავშვი დაიღუპა, 1 217-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

  • დონეცკის რეგიონში - 508;
  • ხარკოვის ოლქში - 328;
  • კიევის ოლქში - 146;
  • ჩერნიგოვის ოლქში - 72;
  • ლუგანსკის ოლქში - 67;
  • ნიკოლაევის ოლქში - 101;
  • ხერსონის ოლქში - 132;
  • ზაპოროჟიეს ოლქში - 99;
  • ლუგანსკის ოლქში - 67. 

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი