აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის გამო სენატში შესაძლოა შეთანხმება ჩავარდეს, რომელიც უკრაინისთვის თანხებს მოიცავს. მან კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კომპრომისული კანონპროექტი, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის დასახმარებლად დამატებით დაფინანსებას მოიცავს.
ასევე ბაიდენმა რესპუბლიკელი კონგრესის წევრები დაადანაშაულა, რომ დონალდ ტრამპის სურვილებს აყვნენ და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელსაც აქამდე დაჟინებით მოითხოვდნენ.
მან ასევე აღნიშნა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მნიშვნელობა, რომელიც ასევე გათვალისწინებულია კანონპროექტში.
"ამ კანონპროექტის მხარდაჭერა პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ხოლო მასთან [კანონპროექტთან] დაპირისპირება - პუტინის სასარგებლოდ თამაშია. როგორც უკვე ვთქვი, ამ ბრძოლაში ფსონები უკრაინის საზღვრებს სცდება. უკრაინაზე ბატონობისა და კონტროლის პუტინის წყურვილს თუ არ გავაჩერებთ, ის საკუთარ თავს მხოლოდ უკრაინით არ შეიზღუდავს… მივმართავს რესპუბლიკელებს, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ უკრაინისთვის დახმარებას არ დაუჭირონ მხარი და პასუხისმგებლობას გაექცნენ: ისტორია თვალს გადევნებთ. ამ გადამწყვეტ მომენტში უკრაინის დახმარების წარუმატებლობა არასდროს არ იქნება დავიწყებული", - თქვა ბაიდენმა