პოლონეთი ნავალნის მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პოლონეთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის საქმეზე შეშფოთებას გამოთქვამს და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარჩინ ფშიდაჩმა გააკეთა

პოლონეთის მთავრობის  პოზიცია ცალსახაა. გვჯერა, რომ აუცილებელია დადგინდეს სიმართლე  და დაისაჯოს დამნაშავე. მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, - თქვა ფშიდაჩმა. 

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლესნოვიჩოკით მოწამვლა ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა დაამტკიცა და ამაში ეჭვი გერმანიას არ ეპარება.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე ხვდება მინისტრებს, რათა განიხილონ ყველა ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც მოწამვლის დადასტურების შემთხვევაში გეგმავდნენ. 

29 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა თქვა, რომ ბერლინი მზადაა,
დიპლომატიური სანქციები დაუწესოს მოსკოვს, თუ დადგინდება, რომ ალექსეი ნავალნის მოწამლვაში რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ჩართული.

ცნობისთვის, ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა.

ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი