შვედეთმა უკრაინის ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26,4 მლნ ევრო გამოყო

გამოქვეყნდა:

შვედეთმა უკრაინას ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26,4 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ უკრაინის სათემო განვითარების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოციალურ ქსელში დაწერა.

"შვედეთმა გამოყო 26,4 მილიონი ევრო უკრაინაში ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად. თანხები გადავიდა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდში (E5P Fund). მათი გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო შვედეთის მთავრობამ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (Sida). გარდა ამისა, შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები, E5R ფონდის დონორების გადაწყვეტილებით, თემებისთვის საგრანტო მხარდაჭერის სახით გადანაწილდება", - ნათქვამია წერილში.

E5P ფონდის მხარდაჭერით უკრაინაში უკვე განხორციელდა ათი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საზოგადოებრივი შენობების ცენტრალური გათბობისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისა და ენერგიის დაზოგვის სფეროში.

მანამდე, დეკემბერში, შვედეთმა უკვე გამოყო 18,1 მილიონი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად E5P ფონდის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბერში შვედეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის ზამთრის დახმარების 124 მილიონიანი პაკეტი. ამ პაკეტის თანხების ნაწილი გადავიდა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი