უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინა-ევროკავშირის უსაფრთხოების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
"დღეს ვუმასპინძლე EU-ს უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, კიევში ნაყოფიერი შეხვედრისთვის.
მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გავაცანი. ვისაუბრეთ უკრაინა-ევროკავშირის უსაფრთხოების თანამშრომლობაზე, კონკრეტულად 1 მილიონი საარტილერიო ტყვიის მიწოდებაზე, რომელზეც ადრე შევთანხმდით. ეს სრულად უნდა განხორციელდეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მადლობა გადავუხადე EU-ს უმაღლეს წარმომადგენელს უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. არაჩვეულებრივი გამოწვევების დროს, ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ყველა თავისუფალი ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს." - წერს ზელენსკი.