უკრაინაში, ნიკოპოლის მერის მოადგილე მოკლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ნიკოპოლის მერის მოადგილე, ვიტალი ჟურავლიოვი მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, მის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი დღეს, 8 თებერვალს გაუხსნეს. 

პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

"ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე პირების დასადგენად", - წერს პროკურატურა.

 ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი