რუსულმა ძალებმა ავდეევკა დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები - ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი  ავრცელებს.

"დღეს შუადღისას რუსებმა ქალაქს ორჯერ დაარტყეს სარაკეტო იერიშით - დაიღუპა 72 წლის ქალი, დაზიანდა ორი სახლი", - წერს ის.

ფილაშკინის ინფორმაციით, ქალაქში, ამ დროისთვის 900-ზე მეტი მოსახლე იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი