რუსებმა ხერსონი დაბომბეს | არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ხერსონის რაიონზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

"ომის კანონმდებლობისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ ბერისლავის მახლობლად, გზატკეცილზე, სამართალდამცავებმა ცეცხლმოკიდებული მანქანა აღმოაჩინეს, სადაც ორი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყო. მანქანას ცეცხლი, სავარაუდოდ, კამიკაძეს დრონის დაჯახების შემდეგ გაუჩნდა.

ასევე, საავადმყოფოში გადაიყვანეს ბილოზერსკის თემის დაბომბვის შედეგად დაშავებული 58 წლის მამაკაცი. ის თავდასხმის დროს თავშესაფრამდე მისვლას ცდილობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი