ზელენსკის ცნობით, უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 100 ტყვე დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ქვეყანან რუსეთისგან კიდევ 100 ტყვე დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ისინი ყველა უკრაინელის დაბრუნებისთვის მუშაობენ.

"კიდევ 100 უკრაინელი დაბრუნდა სამშობლოში, უკრაინაში. ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები. მათი უმრავლესობა მარიუპოლის დამცველია. ეს ჩვენი ხალხია და სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩვენ ვმუშაობთ ყველა უკრაინელის დაბრუნებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია და არ გავჩერდებით, სანამ ამას არ გავაკეთებთ. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის, რომელიც ჩართულია პატიმრების გაცვლაში იმ შედეგისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება", - წერს ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი