"ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა", - ამის შესახებ საქართველოს ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
"ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა, ბუნებრივია. ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული. მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ კობახიძე საოკუპაციო ხაზთან, ამ დრომდე, არასდროს ყოფილა.
იხილეთ ასევე: