რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავდასხმა სცადეს ქვეყნის სულ მცირე ოთხ რეგიონზე.
უწყების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით შეაჩერეს და გაანადგურეს 19 დრონი - კურსკის, ბრიანსკის და ორიოლის რეგიონების, კრასნოდარის ტერიტორიისა და შავი ზღვის ტერიტორიებზე.
ორიოლის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმა "ტელეგრამზე" დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა 4 დრონის თავდასხმის მცდელობა საწვავისა და ენერგეტიკული კოპლექსის ობიექტებზე. მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.