რუსების მიერ გაშვებული 16 "შაჰიდიდან" 10 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა მათი მიმართულებით 16 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, უკრაინელებმა 10 მათგანი გაანადგურეს. 

"საბრძოლო სამუშაოების შედეგად 10 "შაჰიდი" განადგურდა მიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმისა (კონცხ ჩაუდადან) და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან (კურსკის ოლქი) გაუშვეს. თავდასხმის მოგერიებაში ჩართულნი იყვნენ უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების მობილური ჯგუფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი