მედიას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან წყარო ეუბნება, რომ კიევმა დრონებით დაარტყა რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით "უკრაინსკა პრავდას" უთხრა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში ოლსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას დაარტყეს.

წყაროს ცნობით, თავდასხმის შედეგად ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დიდი ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამამუშავებელი დანადგარი, რომლის სიმძლავრე იყო წელიწადში 3,6 მილიონი ტონა. გამოცემა წერს, რომ ასეთი ინსტალაციის ფასი 50 მილიონი აშშ დოლარია. 

"აფიპსკის ქარხანაში დრონები ასევე მუშაობდნენ ზუსტად, მაგრამ შედეგები ჯერ კიდევ გასარკვევია", - თქვა წყარომ.

ეს ობიექტები ერთმანეთისგან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

გამოცემის თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ ასეთი ქარხნები არის სრულიად ლეგიტიმური სამიზნეები, რადგან ისინი არა მხოლოდ თავდაცვის ინდუსტრიისთვის მუშაობენ და საწვავს აწვდიან რუსეთის ჯარებს, არამედ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი