"მხოლოდ ცვლილებები და საომარი მოქმედებების წარმოების საშუალებებისა და მეთოდების მუდმივი გაუმჯობესება შესაძლებელს გახდის ამ გზაზე წარმატების მიღწევას" - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღის წესრიგში ახალი ამოცანები დგას. შტაბის ამოცანა კი ფრონტის ყველა საჭიროების ცოდნა და მის თითოეულ მონაკვეთზე სიტუაციის დაუფლებაა.
"დღის წესრიგში ახალი ამოცანებია. პირველ რიგში, ეს არის სამხედრო სამეთაურო ორგანოების, ფორმირებების, შენაერთებისა და ქვედანაყოფების მოქმედებების მკაფიო და დეტალური დაგეგმვა, ფრონტის საჭიროებების გათვალისწინებით, უახლეს იარაღზე, რომელიც მოდის საერთაშორისო პარტნიორებისგან. სწრაფი და ეფექტური განაწილება და ჯარებისთვის საბრძოლველად ყველაფრის მიწოდება იყო და რჩება სამხედრო ლოგისტიკის მთავარ ამოცანად.
გეგმების შემუშავებისა და წარმატებით განხორციელებისთვის კი სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოების პერსონალის კვალიფიკაცია გადამწყვეტია," - აცხადებს უკრაინის მთავარსარდალი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის მთავარი ღირებულებაა სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ამიტომ, სირსკის თქმით, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საბრძოლო მისიების განხორციელებასა და ქვედანაყოფების აღდგენას შორის.