რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი ორველაშვილს და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი ორველაშვილს და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი, ბრალდებულის ძმა 10 თებერვალს დააკავა.

შსს-ს მიხედვით, 9 თებერვალს ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად 5 პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 4 პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა მოხერხდა. 

სამართალდამცველებმა ძმები 9 თებერვალს დააკავეს. მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის  მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი