საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მაკრონი კიევში 13-14 თებერვალს უნდა ჩასულიყო.
ვიზიტის გადადების მიზეზად მედია უსაფრთხოებას ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონი ჯერ ოდესაში უნდა ჩასულიყო, რომელიც ნაწილობრივ ფრანგების მიერ აშენებულ ქალაქად ითვლება, შემდეგ კი - კიევში.
ასევე, როგორც მედია წერს, დღის წესრიგში იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტიც. საფრანგეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა 200 მლნ ევროს ფონდის შექმნის შესახებ.