იაპონია უკრაინის დასახმარებლად 100 მლნ დოლარზე მეტს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

იაპონია უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის 15,8 მილიარდი იენის (106 მილიონი აშშ დოლარი) დახმარებას გადასცემს.  ინფორმაციას Ukrinform-ი Kyodo News-ის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების განცხადებით, 15,8 მილიარდ იენს აღჭურვილობისა და დროებითი ხიდების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ. იაპონია თანხებს სოფლის მეურნეობის გაფართოებისთვის, ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, საინფორმაციო ტექნოლოგიებისთვის, ბიოტექნოლოგიისა და ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად, მმართველობისა და ანტიკორუფციული ზომების გასაძლიერებლადაც გამოყოფს.

ორივე ქვეყნის მთავრობა საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებსაც გეგმავს, რომელიც მიზნად ისახავს იაპონური კომპანიების მონაწილეობას რეკონსტრუქციის პროექტებში.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის და უკრაინის ლიდერები ფუმიო კიშიდა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წლის ნოემბერში უკრაინის ეკონომიკური აღდგენისადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ტოკიოში 19 თებერვალს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი