რატომ გადააყენეს ზალუჟნი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ბოლო კვირების მთავარი ინტრიგა რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ გაფორმდა უკრაინის თავდაცვის ძალების მთავარსარდალი, გენერალი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენეს და პრეზიდენტმა მის შემცვლელად უკრაინის ომის კიდევ ერთი გმირი, გენერალი სირსკი დანიშნა. ბევრმა ეს ზელენსკის პირად შურისძიებად გააფორმა, თითქოს ზალუჟნის მაღალი რეიტინგის შეშურდა, ბევრმა ეს ზალუჟნის პირდაპირობას დააბრალა, რომელთან თვალის გასწორება დასავლელი მოკავშირეებისთვის ნამდვილად არ იყო ხოლმე ადვილი საქმე.

მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ცვლილებებს სარდლობაში ყოველთვის მოყვება ცვლილება სტრატეგიაში, და შემდეგ უკვე ბრძოლის ველზე - ტაქტიკური და ოპერატიული ამოცანების გადაჭრის პროცესში. რას მოიტანს ეს ცვლილებები, ფრონტის ხაზზე ძალიან მალე გამოჩნდება. მაგრამ იმ პირობებში, როცა არ იცვლება მთავარი, მიზანი - რისთვისაც უკრაინა იბრძვის. ხოლო მოკავშირეების დახმარება პოზიტიური მიმართულებით იცვლება, გასაგები ხდება, რომ 2024 წელიწადი ნამდვილად იქნება ჩიხში შესული საბრძოლო მოქმედების გარღვევის პერიოდი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი