უკრაინული მედიის ცნობით, გასულ დღეს ხერსონის ოლქში რუსეთის აგრესიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, ოკუპანტების სამინზეს საცხოვრებელი კვარტლები წარმოადგენდა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშიც.
"გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 194 ჭურვი ისტროლეს არტილერიიდან, ნაღმმტყორცნებიდან, ტანკებიდან და სხვა საბრძოლო საშუალებებიდან," - ამბობს პროკუდინი.